ჩვენი იდეა

January 16, 2011

რა გვთხოვა სიკვდილის წინ ორი დღით ადრე რეზო თაბუკაშვილმა?!

Filed under: Uncategorized — kontua @ 10:16 am

შვილიშვილებს

მშვიდობას ვეტყვი, მალე ქართულ ზეცის საფირონს,
და მცირე ტაღად შევერწყმები ზღვას, უნაპიროს.
ქარს, იმქვეყნიურს დავუხვედრებ, მალე, წინ აფრას;
დიდებულია! გარდვიქცევი მალე წინაპრად.

და თუმცა ჩემი გამგზავრება ჰგავდა წვალებას,
სიკვდილი მაინც არ დაარქვათ გარდაცვალებას,
მე წავალ, რადგან დრო არა მაქვს უკვე არჩევნის,
მე წავალ, მაგრამ სამუდამოდ თქვენთან დავრჩები.

მეც გიმეგზურებთ, ცხოვრების გზას როცა გაჰყვებით,
მე დაგინახავთ, მაგრამ ვეღარ დაგენახვებით.

მე არასდროს არ ვიქნები თქვენთან მოდავე,
სამშობლო თქვენი, თუ არასდროს არ იცოტავეთ,
მაგრამ იცოდეთ, მე იმ დღიდან თქვენთან არა ვარ,
თუ სარბიელად საქართველო გეპატარავათ.

დამარცხებულნიც არასოდეს ჩანდეთ საბრალოდ,
ვინმეს სიგლახე, კაცთა მოდგმას არ დააბრალოთ.
მშვიდი გექნებათ სიყმაწვილე, მერე სიბერე,
სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ

(რეზო თაბუკაშვილი)

ეს ლექსი დაწერილია 1990 წლის 1 აგვისტოს, გარდაცვალებამდე ორი დღით ადრე, სხვადასხვა ფერის მელნით.

2 Comments »

  1. titoeul sityvas dafiqreba da gaazreba chirdeba… dzalian didi shinaarsia am leqsshi da tu kargad cavufiqrdebiT swored qartvelebis gadarchenis saidumlozea saubaria… “სხვათა მიღწევით, სიხარული თუ გაიბევრეთ”,,, dzalian magaria.

    Comment by mariami — January 16, 2011 @ 1:09 pm | Reply

    • მართალია! ძალიან მნიშვნელოვანია გაააზრება და გასისხლხორცება ასეთი თემების. ძალიან ადგება ზოგადად ადამიანის ცნობიერებას.

      Comment by kontua — January 16, 2011 @ 1:11 pm | Reply


RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

Blog at WordPress.com.

%d bloggers like this: