ჩვენი იდეა

February 25, 2011

რა მოხდა 1921 წლის 25 თებერვალს?

Filed under: Uncategorized — kontua @ 9:14 am

1921 წლის 25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. ამ დღეს თბილისში მე-11  წითელი არმია შემოვიდა და მოხალისეთა რაზმებსა და ქართველ იუნკერებს სასტიკად გაუსწორდა.

1921 წლის 16 თებერვალს წითელი არმიის ნაწილებმა წითელი ხიდი გადმოლახეს და საქართველოს სამხრეთ საზღვრის სიახლოვეს მყოფი სოფელი შულავერი დაიკავეს. 19-20 თებერვალს სოფელ ტაბახმელასთან მე-11 არმიის ნაწილებს წინააღმდეგობა დაახლოებით 600 მა იუნკერმა გაუწია. მათ 4 ზარბაზანი და 6 ტყვიამფრქვევი ჰქონდათ. რაზმს პოლკოვნიკი  ჩხეიძე მეთაურობდა.


სოფლის დაკავება ვერ მოახერხეს რუსებმა და მათ გვერდი აუარეს ტაბახმელას და გზა განაგრძეს. 1921 წლის 24 თებერვალს თბილისი უკვე დატოვებული ჰქონდა ლეგიტიმურ მთავრობას და ქუთაისში იყვნენ გადასულნი, ხოლო შემდგომ ბათუმს მიაშურეს. ტაბახმელის დაცვას იუნკრები განაგრძობდნენ რომელნიც იმ დროისათვის დაახლოებით  100 მებრძოლს შეადგენდნენ.

საქართველოს დაპყრობა საბჭოთა რუსეთის მიერ 1921 წელი
ქართველმა ძალებმა უკან დახევის ბრძანება მიიღეს და წითელმა არმიამ თბილისი უბრძოლველად აიღო. 25 თებერვალს მე-11 არმიის ნაწილები თბილისში შევიდნენ და საქართველოს დედაქალაქი დაეცა.  ქალაქში ქართული რევოლუციური კომიტეტი ჩამოვიდა, რომელიც იმავე დღეს სახალხო კომისრების საბჭოდ გადაკეთდა. საქართველოს მთავრობა ემიგრაციაში წავიდა შავი ზღვის გავლით. საქართველომ დაკარგა ეროვნული სუვერენიტეტი.

ეს არის ვიდეო მასალა 1921 წლის ოკუპაციის

About these ads

Leave a Comment »

No comments yet.

RSS feed for comments on this post. TrackBack URI

Leave a Reply

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / Change )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / Change )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / Change )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / Change )

Connecting to %s

The Rubric Theme. Blog at WordPress.com.

Follow

Get every new post delivered to your Inbox.

%d bloggers like this: